გახარია - მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად
მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად, ამისშესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.
მისი განცხადებით, ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.
მისი განცხადებით, ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.
"საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!", - წერს გიორგი გახარია.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.