Jump to content
Planeta.Ge

ნათია შელეგია - რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად მხარი დაუჭირა ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას


სამწუხაროდ დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად მხარი დაუჭირა ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგიამ განაცხადა.


 

როგორც ნათია შელეგია აღნიშნავს, რუსთავის მაცხოვრებლებს დასუფთავების მოსაკრებელი გაუორმაგდა. მოქალაქეებს, 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.

 
"კერძო სექტორთან მიდგომა სხვადასხვაგვარია: ზოგიერთთან გადასახადი გაორმაგდა, გასამმაგდა, გაოთხმაგდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რიგ შემთხვევებში არსებული ტარიფი შენარჩუნდა.
რუსთავის მერიას კითხვაზე, თუ რომელი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსაზღვრა და გაანაწილა მერიამ ამ გადასახადის ტარიფები, პასუხი დღემდე არ გაუცია.
ასევე, არ გაუმართავს ადგილობრივი გადასახადის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრული სავალდებულო საჯარო განხილვები, ფიზიკურ პირებსა და კერძო სექტორთან.
დღემდე არ წარმოუდგენიათ მინიმუმ სამ წლიანი ფინანსური გაანგარიშება და მოსალოდნელი შემოსავლის შემდგომი ხარჯვის გეგმა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით.
თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ, რუსთავის მერიასა და ქართულ ოცნებასთან ერთად, უგულებელყო ყოველივე აღნიშნული და მხარი დაუჭირა ამ დადგენილების მიღებას", - განაცხადა ნათია შელეგიამ და დასძინა, რომ  ფრაქცია- "რუსთავი საქართველოსთვის", წინა საკრებულო სხდომების მსგავსად, რუსთავის მერიის გადაწყვეტილებას გაემიჯნა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...