Jump to content
Planeta.Ge

გიორგი შარაშიძე - დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... მოსამართლემ გადაწყვეტილება ცარიელ ოთახში გამოაცხადა


დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
 

მისი განცხადებით, რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო დააკავეს კოკა კობალაძე და 2000 ლარით დააჯარიმეს.
 

 
'რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდა პოეტისა და პოლოტიკოსის კოკა კობალაძის 2000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება ცარიელ ოთახში, მხოლოდ საკუთარ თავს გამოუცხადა მოსამართლემ, ჩვენ კი გვითხრეს, გეძებდით და ვერ გიპოვეთო…
კარგად თქვა ბერდია სიჭინავამ - ასეთი რთულია სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა!", - წერს გიორგი შარაშიძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...