რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი შეუცვალა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
თბილისის საქალაქო სასამართლომ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეუცვალა და 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შალვა იაშვილი 25 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც რენატა ბეგიაშვილმა თავისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლის მხრიდან ძალადობაზე დაწერა.
შსს-ს გამოძიების ვერსიით, 22 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
იაშვილს ბრალდება სსკ-ის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.