Jump to content
Planeta.Ge

პარტია „საქართველოსთვის“ - მარტის აქციების დროს დაკავებული კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა


მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა.

პარტიის ინფორმაციით, კობალაძე მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნეს სამართალდარმღვევად.

„კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გააამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სცნო სამართალდარმღვევად.

სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...