Jump to content
Planeta.Ge

სალომე ზურაბიშვილი უკრაინულ მედიას - ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ - თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე


ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან „უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჩასულა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაშინ, როდესაც იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა სოლიდარობის გამოსახატავად.

ამასთან, კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის“.

„ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, მიიღო თუ არა მიწვევა, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არა. „ვფიქრობ, ჯერ არ არის ორგანიზებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...