იენს სტოლტენბერგი - ვილნიუსის სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთანაა
ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთანაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა განაცხადა.
“ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან სოლიდარობის და მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავგზავნით და მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთან არის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხეს შეათანხმებენ, თუ არა მოკავშირეები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების ფორმულირებას, რომელიც ბუქარესტის სამიტის განცხადებას აღემატება. მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესაბამისი დროის ჩარჩოს საკითხი მხოლოდ უკრაინაზე და ნატო-ს ყველა წევრზეა დამოკიდებული.
“ახლა კონსულტაციები გრძელდება. ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციებს მხოლოდ უფრო გავართულებ თუ სხვადასხვა ელემენტზე ვისაუბრებ და დასკვნებს გავასწრებ… უპირველეს ყოვლისა, ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა… ასევე ვთანხმდებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.