ბერდია სიჭინავა - მაღაროელები შიმშილობენ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ... ვიღაც კი, პოლიტიკური კორუფციით ფულს შოულობს, წამოგორებულია და ასე ყიდის ამ მაღაროელების შვილების მომავალს - მათ შორის ევროპულ მომავალს
დღეს ოლიგარქია დგას ძალიან ფუნდამენტურ საყრდენზე, რომლის მსახურებაშია გადასული სახელმწიფო ინსტიტუციები, ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "პირველში" გადაცემაში "პირველი ხაზი" სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ჭაობში აცხოვრებს ქვეყანას.
"ქვეყანაში გამქრალია სამართლიანობა. დღეს მაგალითად მაღაროელები შიმშილობენ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ... ვიღაც კი, პოლიტიკური კორუფციით ფულს შოულობს, წამოგორებულია და ასე ყიდის ამ მაღაროელების შვილების მომავალს - მათ შორის ევროპულ მომავალს. ეს არის დღეს ქართული ოცნების სახე და ოლიგარქიას თუ რამე დაასრულებს - ფუნდამენტური რეფორმებია, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.