ბერდია სიჭინავა - "ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები
"ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია "პატრონის" გადაწყვეტილებების შემსრულებელია.
"რასაც პატრონი გადაწყვეტს, ყმებიც ამ გადაწყვეტილების შემსრულებლები არიან. გავიხსენოთ მარტის მოვლენები, სადაც პირდაპირ ეუბნებოდნენ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ კანონის მიღება იყო დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, მიუხედავად ამისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ოცნებამ" კანონის მიღებას. თუ არა საბოტაჟი, რა შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან?", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.