Jump to content
Planeta.Ge

შალვა კერესელიძე - მივმართავ ხელისუფლებას, თქვენს პოლიტიკურად თანამოაზრე ოკუპანტ მეგობრებს მოსთხოვეთ, ხანდახან საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიც გაითვალისწინონ


„მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რუსული თვითმფრინავებისთვის ცის გახსნით, ქართულ მიწაზე მათი ზარზეიმით მიღებითა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით კი არ უნდა ამაყობდეთ, ან კიდევ რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაზე ფიქრობდეთ, არამედ, თუ რამე შეგიძლიათ, სჯობს თქვენს პოლიტიკურად თანამოაზრე ოკუპანტ მეგობრებს მოსთხოვოთ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე კი არ გაფიქრონ და მათთვის სასარგებლო საქმეები გაკეთებინონ, არამედ ხანდახან საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიც გაითვალისწინონ და მათ მიერ ოკუპირებული ქსნის და ლიახვის ხეობებიდან დევნილ ჩვენს მოქალაქეებს არ აუკრძალონ მამაპაპისეულ და საგვარეულო ფუძეზე მიმოსვლა, რათა ქსნის და ლიახვის ხეობის ღირსეულმა მცველებმა შესძლონ იქ მყოფი ქართული გენოფონდის და ქართული ოჯახების
შენარჩუნება.“, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა  შალვა კერესელიძემ განაცხადა. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...