Jump to content
Planeta.Ge

“უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში” — რა წერია საქართველოს ევროინტეგრაციაზე გერმანულ დოკუმენტში


გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარმოადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნახსენებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში — საქართველო.

“ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობისა და თავისუფლების კუთხით გაერთიანებული ევროპა. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკურად იმოქმედოს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის.

ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ჩათვლით”,  — ვკითხულობთ დოკუმენტში.

იქვე აღნიშნულია, რომ “ევროკავშირის ამ გაფართოებისთვის მოსამზადებლად და მისი მოქმედების უწყვეტი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის შიგნით რეფორმები აუცილებელია”.

გასული წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია გადასცეს.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...