Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენერალური პროკურატურა - რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა


ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.

„2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...