Jump to content
Planeta.Ge

რუსებმა ოდესაზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები


რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.

აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი.

გარდა ამისა, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. საწყობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, შვიდი კი - დაშავდა.

ამჟამად ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან მის ქვეშ, შეიძლება, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

palitranews

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...