Jump to content
Planeta.Ge

იენს სტოლტენბერგი - უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან იპყრობენ პოზიციებს - მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება


ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს,” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს.

ამავდროულად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო.

“მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუსებს გამაგრებისთვის ჰქონდათ დრო - საკმაოდ მძიმე თავდაცვის ხაზებია, და მათი გარღვევა რთული ამოცანაა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, რუსი სამხედროები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ უკრაინულ ძალებს, ცუდად იყვნენ აღჭურვილნი და სათანადო ხელმძღვანელობა არ ჰქონდათ.

“მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს აქვთ სიმამაცე, მზადყოფნა გაათავისუფლონ მიწა… და განდევნონ რუსები”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...