Jump to content
Planeta.Ge

გაერო კრივი-რიჰზე თავდასხმაზე - რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე - მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნე არ უნდა იყოს


რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითებზე დენის ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, სადაც კრივი-რიჰზე რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.

„დღეს დილით, კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსი განადგურდა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს სამიზნე!“- აცხადებს გაერო-ს კოორდინატორი.

კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკიც.

„რუსული რაკეტების კიდევ ერთი ღამე, დანგრეული სახლების კიდევ ერთი დილა. არ აქვს მნიშვნელობა რა სიცრუეს ავრცელებენ რუსეთის რუპორები უკრაინის წინააღმდეგ მის ომზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ნგრევაზე, რომელიც ამ ყველაფერს მოაქვს, ამ დილის სურათები საშინელ სიმართლეს სავსებით ცხადყოფს“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად კი სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...