გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიაწვდის
გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების მიწოდებას გაუზრდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა RTL Direkt-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ ყველა ტანკს, რომელიც ამჟამად მწყობრიდან გამოსულია, მაგრამ ივლისიდან გავზრდით Leopard 1 A5-ის მიწოდებას“, - განაცხადა პისტორიუსმა.
მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100-ზე მეტი ასეთი ტანკის მიწოდება იგეგმება.
პისტორიუსმა არ დაადასტურა რუსეთის მიერ Leopard 2-ის ტანკების განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა: „სამწუხაროდ, ომის ბუნება ისეთია, რომ იარაღი ნადგურდება, ტანკები ნადგურდება და ხალხი იღუპება. ამიტომაც არის უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანი“.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.