ზაზა თავაძე - "ოცნება" პირადი გადარჩენისა და რუსეთის ეგზისტენციალური შიშის მოტივით, მაქსიმალურად ცდილობს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი რუსეთისკენ მიმართოს
ისტორია გვასწავლის, რომ ავტოკრატიებს და დიქტატურებს აპრიორი ცუდი დასასრული აქვთ... მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი მეცნიერი და პრაქტიკოსი იურისტები შეიკრიბნენ დღეს ვილნიუსის საერთაშორისო ფორუმზე, სადაც განიხილებოდა ლუკაშენკოს ავტოკრატიული და დიქტატორული რეჟიმის პასუხისმგებლობა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე და მიგრანტთა კრიზისზე საერთაშორისო მართლმსაჯულების პერსპექტივების მხრივ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი ზაზა თავაძეწერს.
როგორც ზაზა თავაძე აღნიშნავს, ევროკავშირს სურს, რომ საქართველომ გაატაროს რეფორმები, რათა ევროინტეგრაციის პროცესში უკრაინასა და მოლდოვას არ ჩამორჩეს, ხოლო საქართველოს მთავრობა ამ მიზნის მისაღწევად არაფერს აკეთებს.
"პირიქით, ქვეყნის საზიანოდ, პირადი გადარჩენისა და რუსეთის ეგზისტენციალური შიშის მოტივით, მაქსიმალურად ცდილობენ ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსი რუსეთისკენ მიმართონ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.