Jump to content
Planeta.Ge

უკრაინას „პატრიოტის“ სისტემის კიდევ ხუთ ერთეულს გადასცემენ


საჰაერო თავდაცვის სისტემა „პატრიოტის“ მწარმოებელი კომპანია „რეითეონ ტექნოლოჯის“ აპირებს, სისტემის წარმოება წელიწადში 12 ერთეულამდე გაზარდოს.

გარდა ამისა, „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კომპანიის ხელმძღვანელმა გრეგ ჰაისმა თქვა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ხუთი ერთეული „პატრიოტი“ უკრაინას გადაეცემა.

ჰაისის თქმით, კომპანიაში ძალიან გაუკვირდათ „პატრიოტის“ ეფექტურობა, რომელიც სხვა სისტემებთან ერთად ანადგურებს უკრაინის საჰაერო საფრთხეების 90%-ს.

მისივე განცხადებით, უკრაინელებმა შეცვალეს სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, რათა მან შეძლოს ჰიპერბგერითი რაკეტების გამოვლენა და განადგურება. ასეთი რაკეტები ჩვეულებრივებზე ორჯერ სწრაფად მიფრინავენ.

ნეტგაზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...