ბექა ლილუაშვილი - ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, ეს ღარიბაშვილის ხუშტური და პირდაპირი დაქვემდებარების მექანიზმია
ჯანდაცვის კომიტეტზე დღეს განიხილება კანონის პროექტი, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რამის გაუმჯობესებასთან, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა.
" 1. დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს ინიციატორი, არადა არანაირი საფუძველი მათი მხრიდან ახსნილი არ არის.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა.
" 1. დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს ინიციატორი, არადა არანაირი საფუძველი მათი მხრიდან ახსნილი არ არის.
2. განმარტებით ბარათშივე წერია, რომ კანონის პროექტის განხილვა არ მომხდარა სექტორის არც ერთ წარმომადგენელთან, არადა უზარმაზარ სექტორს ეხება - ფარმაცევტული კომპანიებიდან დაწყებული - სტომატოლოგიური კლინიკებით დასრულებული.
3. იმის ნაცვლად, რომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობა გაზარდოს მთავრობამ, ცდილობს მთლიანად ჩახსნას და ყველა ბიზნეს ოპერატორი პირდაპირ, ყოველგვარი სტანდარტის გარეშე აკონტროლოს - მთავარი მიზანი ამ ცვლილებების სწორედ ესაა, შეუფერხებლად, დასაბუთების გარეშე შევიდეს და შეაჩეროს - დასაჯოს მისთვის არასასურველი საავადმყოფოსა თუ აფთიაქის მუშაობა.
ეს ყველაფერთან ერთად, ექიმების უფლებების დარღვევაა რაც არც ერთ შემთხვევაში, დადებითად არ იმოქმედებს სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.
კანონის პროექტი კიარა - ღარიბაშვილის ხუშტური და პირდაპირი დაქვემდებარების მექანიზმია. სახელმწიფო ინსტიტუტების სრული დაქვემდებარების შემდეგ - ჯერი კერძო სექტორზეა როგორც ჩანს, რომ მოხდეს ტოტალური კონტროლი და განსაკუთრებით არჩევნების კონტექსტში!
#არატოტალურკონტროლს", - წერს ბექა ლილუაშვილი.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.