Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი ზარქუა - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა - არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს!


"ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაიძლევა - არავის მივცემთ საფუძველს, რომ ეროვნულ ბანკზე გაილაშქროს! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან სიჯიუტეს ან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ არაჯანსაღ მიდგომას აქვს ადგილი.

„ეროვნული ბანკი“ არის მყარი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ჩვენი ვერსიიდან იმით განსხვავდება, რომ პროექტს ერთი პუნქტი მოაცილა და მეორე დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრინციპებსა და მიდგომებს იზიარებს, თუმცა ბოლომდე ვერ გამოგვყვა. ყოველ შემთხვევაში, გონივრული ეჭვი მაქვს, რომ რაღაც არაჯანსაღი მიდგომა აქვს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ ან სიჯიუტესთან გვაქვს საქმე.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია.

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ხარვეზი გამოსწორდეს, ამას პრეზიდენტიც ეთანხმება, რადგან ორი პრინციპიდან ერთს ეთანხმება“, - განაცხადა ზარქუამ.

პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა, „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...