Jump to content
Planeta.Ge

როგორ აირჩევა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიკოსი - კანონი


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობას არეგულირებს შესაბამისი კანონი.

ამ კანონის  მე-10 მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად: „აკადემიის ნამდვილ წევრად  (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში“.

კანონი ასევე განსაზღვრავს საპატიო აკადემიკოსის, უცხოელი წევრის, სტიპენდიატის და წევრ-კორესპონდენტის არჩევის წესსაც.

publika.ge-screenshot-2023-06-12-at-11.2

შეგახსნებთ, რომ მთავარი არხის ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, ჩაატარა ექსპერიმენტი. იგი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს, ტელეფონით დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აპარატის მრჩეველი. მან როინ მეტრეველს პრემიერის აკადემიკოსად არჩევა სთხოვა, რასაც მეტრეველი მაშინვე დათანხმდა და ღარიბაშვილთან 5-წუთიანი აუდიენციაც ითხოვა.

როინ მეტრეველი მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად რამდენიმე დღის წინ, 7 ივნისს აირჩიეს.

მეტრეველი წლების განმავლობაში მუშაობდა კომკავშირულ და პარტიულ მაღალ თანამდებობებზე: 1960-1972 და 1972-1986 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორის მოადგილე; 1986-1989 წლებში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი; 1990-1991 წლებში – საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით;  1991-2004 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

publika

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...