როგორ მიდის უკრაინის კონტრიერიში
უკრაინული მხარე კონტრიერიშის დაწყების შემდეგ პირველი წარმატებების შესახებ იუწყება.
„უნიანისა“ და „ომის კვლევის ინსტიტუტის“ [ISW] ცნობით, დონეცკის ოლქში გაათავისუფლეს შემდეგი დასახლებული პუნქტები:
- ბლაჰოდატნე;
- მაკარივკა;
- ნესკუჩნოე;
- ველიკა ნოვოსილკა;
- სტოროჟევოე;
- ნოვოდარივკა.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის ცნობით, უკრაინელებმა სამხრეთით 300-1500 მეტრით წაიწიეს წინ.
ანალიტიკოსი გიორგი კობერიძე აცხადებს, რომ ბლაჰოდატნეს დაკავება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ვინაიდან დასახლებული პუნქტი „მარიუპოლისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს“. ნოვოდარივკაში , მისი მოსაზრებით ნოვოდარივკასა და ველიკა ნოვოსილკას მიმართულებით შეტევით, უკრაინელები უახლოვდებიან რუსული ძალების მთავარ თავდაცვით ხაზს:
„აღნიშნული წარმატებული შეტევით უკრაინელები რუსების თავდაცვის ძირითად ზღუდეს უახლოვდებიან, რომელიც სტარომლინივკას სამხრეთით მდებარეობს. მისი გარღვევის შემთხვევაში მარიუპოლისაკენ გზა იხსნება“.
ასევე, ზაპოროჟიეს ოლქში, უკრაინულ მხარის ცნობით, პარტიზანებმა ააფეთქეს ხიდი, მნიშვნელოვანი ფრონტზე მყოფი რუსული ძალების მომარაგებისთვის.
ამავე მიმართულებაზე მიმდინარე ბრძოლისას უკრაინამ ტექნიკური დანაკარგებიც განიცადა – ტანკი „ლეოპარდი“ და რამდენიმე ბრონირებული მანქანა „ბრედლი“.
სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი კი ამბობს, რომ რუსეთს უკრაინაში გადაჰყავს ტექნიკური და ადამიანური რეზერვი, რომელიც აქამდე ბელგოროდში იყო თავმოყრილი. მისივე თქმით, ყველაზე რთული ბრძოლები სამხრეთით, ზაპოროჟიეში მიდის.
netgazeti
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.