ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს
უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს.
„ანჯეი დუდასთან ნაყოფიერი საუბარი დავასრულე. განვიხილეთ ჩვენი მოლოდინები ვილნიუსის ნატო-ს სამიტიდან. გვესმის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის შემდგომი პრიორიტეტული საჭიროებები ფრონტზე.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე „ძლიერი და ურყევი პოზიციისთვის“.
შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს, პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.