Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კახოვკას კაშხლის განადგურებას იძიებს


კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება და გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის ზონის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას დაზარალებულ რაიონებში, მოწმეებზე, ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე სრული წვდომით.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუაციაში 4 000 ადამიანს დაეხმარა.

„უმძიმესი მდგომარეობაა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისათვის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ კახოვკას ჰესის განადგურებას მინიმუმ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.



იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...