უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ჯარისგან გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე.
ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადა ავრცელებს.
"ოლექსა დოვბუშის სახელობის 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადის დიდებულმა მებრძოლებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე. რუსებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ვერ გაუძლეს „შეუჩერებელი სამურავების“ შეტევას!", - ნათქვამია განცხადებაში.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.