Jump to content
Planeta.Ge

ირაკლი კობახიძე - პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, რომელიც რეფორმებით ვერ დასრულდება, ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება - რეფორმების განხორციელების კუთხით პირნათელი ვართ


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტი ივნისის ბოლომდე შესრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

“ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, სამართლიანი იქნება. სამწუხაროდ, შარშან ევროპული საბჭოს მხრიდან ჩვენი საზოგადოებისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო მიღებული. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, პარტნიორები ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიერ ინფორმირებული არიან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პოლარიზაციის პუნქტი პრობლემურია.

„ჩვენ ყველა თემასთან გვაქვს მყარი პოზიციები. ივნისის ბოლომდე სრულდება მუშაობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, პოლარიზაციას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ეს არის რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან ივნისის ბოლომდე შევასრულებთ. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პირნათელი ვართ რეფორმების განხორციელების კუთხით. ჩვენი პარტნიორების ფართო ინფორმირება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მას ვასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...