Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინაში 215 640 რუსი სამხედროა ლიკვიდირებული, მათ შორის 980 გასულ დღე-ღამეში


რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან 2023 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 215 640 რუსი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს, მათ შორის 980 სამხედრო მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის 3926 ტანკი (+17), 7631 ჯავშანტექნიკა (+24), 3736 საარტილერიო დანადგარი (+19), 601 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (+1), 362 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 314 თვითმფრინავი, 299 ვერტმფრენი, 3300 უპილოტო საფრენი აპარატი (+37), 1183 ფრთოსანი რაკეტა (+7), 18 საბრძოლო ხომალდი/კატერი, 6461 ავტომანქანა (+33), 509 სპეცტექნიკა (+2).

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...