Jump to content
Planeta.Ge

მიხეილო პოდოლიაკი - უკრაინამ უნდა იცოდეს, თუ როდის გახდება ნატოს წევრი ქვეყანა - გამოგონილი ფორმულების გარეშე


ომი, რომელსაც დღეს განიცდის უკრაინა, მკაფიოდ სვამს კითხვებს უსაფრთხოების გლობალური სისტემასა და გლობალური პოლიტიკის წინაშე. იმისთვის, რომ მსგავსი კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონდეს მომავალშიც, აუცილებელია გარკვეული ხისტი გადაწყვეტილებების მიღება , - ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილო პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკმა გაეროც გააკრიტიკა და განაცხადა, მსგავსი ინსტიტუტები „პიარ-მოედნებია“ და საჭიროა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა რუსეთი.

“პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორც არის გაერო, არ მუშაობენ, ისინი არ არიან განკუთვნილები ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც შეიქმნა. ეს უფრო არის პიარ-მოედნები, რომლებიც უფრო პროპაგანდისტული თემების მოდერაციას ახორციელებენ, საჭირო არიან ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია. დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, იყენებს გაეროს გენოციდური ომის კონცეფციის წინ წაწევისთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკის თქმით, აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება.

“ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე და მკაფიოა. აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება, რომელშიც არის ქვეყანა ევროპაში - უკრაინა, რომელსაც გააჩნია დიდ ომებში მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, დე ფაქტო უკრაინა უკვე გადავიდა ნატოს სტანდარტებზე, შეიარაღების, სწავლების, მართვის სისტემის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საჭიროა უბრალოდ ამის დაფიქსირება. არ არის საჭირო პოლიტიკური მომიზეზება. სინამდვილეში, ეს იმ გადადებული გადაწყვეტილების ტოლფასია, რომელიც ახდენს რუსეთისნაირი მოუმწიფებელი რეჟიმების პროვოცირებას უფრო აგრესიულ გლობალურ ქცევაზე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.

მისივე თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ეს აქცენტები მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...