Jump to content
Planeta.Ge

ძალიან შემიყვარდა საქართველო, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობს – შონ პენი


„საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც“, – განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა.

შონ პენი თბილისში ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ზე დასასწრებად ჩამოვიდა და აღნიშნული განცხადებაც ფესტივალზე გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა – მშვიდობა და თავისუფლება“, – განაცხადა შონ პენმა[„ფორმულას“ თარგმანი“]


შონ პენი უკრაინის მიმართ თავისი მხარდაჭერით გამოირჩევა. ის რუსეთის შეჭრისთანავე უკრაინაში  დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა. უკრაინის მხარდაჭერის გამო კიევში „სიმამაცის ხეივანზე“  მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სა­ხე­ლებ­თან ერ­თად შონ პენის სახელობის დაფაც გახსნეს.  კიევში ერთ-ერთი ვიზიტის დროს კი შონ პენმა მისთვის გადაცემული „ოს­კა­რის“ ქან­და­კე­ბა ჩაიტანა და  უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­დას­ცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, „ოს­კა­რი“ უკ­რა­ი­ნა­ში  ომის დასრულებამდე იქ­ნე­ბა.

ფოტო: ZEG – Tbilisi Storytelling Festival

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...