კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს
კანადა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ვიზიტის დროს განაცხადა. როგორც ცნობილია, დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინაში საჰაერო თავდაცვისთვის 288 AIM-7 რაკეტის გადაცემას.
კანადის პრემიერი ჯასტინ ტრუდო დღეს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ტრუდომ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინელ ხალხს ყოველთვის შეუძლია კანადის დახმარების იმედი ჰქონდეს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.