Jump to content
Planeta.Ge

გაერო-ს გენმდივნის მოადგილე - უკრაინაში, კახოვკას ჰესის განადგურების შემდეგ, ჰუმანიტარული კრიზისი უკიდურესად გამწვავდა


გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევს „პრობლემების კასკადს“, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას, სურსათის გაძვირებას მთელს მსოფლიოში და ნაკლებ საკვებს მილიონობით გაჭირვებულისთვის.

მარტინ გრიფიტსის განცხადებით, ის შეხვდა გაერო-ში რუსეთის ელჩს იმისთვის, რომ ორგანიზაციას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად წვდომა ჰქონდეს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...