Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები უკრაინულ ძალებს ფრონტის სამი მიმართულებით წარუმატებლად უტევდნენ


ოკუპანტები, გასული დღის განმავლობაში, წარუმატებლად ცდილობდნენ შეტევას სამი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 8 სარაკეტო და 74 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და სამოქალაქო დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 62-ჯერ დაბომბეს.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მთლიანად ოკუპაციის მცდელობებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ფრონტის ამ სექტორზე 34 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 19 დარტყმა განახორციელა იმ ლოკაციებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, ასევე, ორი დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს.

ამასთან, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა რუსული ძალების მართვის 4 პუნქტს, ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 6 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 3 საცავსა და 5 საარტილერიო ქვედანაყოფ დაარტყეს.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...