Jump to content
Planeta.Ge

ნათია შელეგია - რუსთავის მერი ცრუობს და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს...ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს


მინდა გამოვეხმაურო ქალაქ რუსთავის მერის ბრიფინგს, სადაც მერმა ისაუბრა მის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ხოლო აღნიშნულ პროექტებში საკრებულოს წევრების ჩართულობასთან დაკავშირებით იცრუა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგია აცხადებს.

მისი თქმით, 
ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს

 
"კერძოდ, იცრუა, როცა აღნიშნა, რომ ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა შშმ პირთა რუსთავი თბილისის მიმართულებით M3 კატეგორიის ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობას, ვინაიდან, ჩვენ აღნიშნულს მხარი დავუჭირეთ, თუმცა არ დავუჭირეთ, ამ პროგრამის ცვლილების მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც შეეხებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარეთა მიერ შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას. მაშინ, როცა ამ პროგრამით სარგებლობა ქალაქში ყველა სოციალურად დაუცველსაც კი არ შეუძლია და მინიმალური სასურსათო კვების მიღების მოლოდინში 100-ზე მეტი ადამიანია, არა გონივრულად მიგვაჩნია
ასევე, ყურადღებას გავამახვილებთ, მოსაკრებლის ტარიფის ცვლილებაზე, რომელიც ორჯერ დავუბრუნეთ შესაბამისი შენიშვნებით მერიას, თუმცა მათი უგულებელყოფით, კვლავ პირვანდელი ვერსია წარმოადგინა აღმასრულებელმა, რასაც კვლავ არ დავუჭირეთ მხარი
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" ყოველთვის დაუჭერს მხარს ქალაქისა და რუსთაველების საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს და აქვე, შევახსენებთ, ქალაქის მერს, რომ 112 მილიონ ლარიან ბიუჯეტში 8 მილიონ ლარამდე სოციალური და ჯანდაცვის ბიუჯეტის არსებობა ვერ პასუხობს ქალაქის რეალურ გამოწვევებსა და საჭიროებებს,", - აღნიშნავს ნათია შელეგია. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...