უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც კიევი ინფორმირებული არ იყო
რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი სამხედრო ტყვე გადასცა, რის შესახებაც უკრაინა ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე ავრცელებს.
ნიკოლენკოს თქმით, რუსეთმა უნგრეთს 11 უკრაინელი ტყვე - ზაკარპატიის უნგრელები - გადასცა. მისი განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება უნგრულ და რუსულ მხარეებს შორის შესაბამისი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული არ იყო, ხოლო 11 სამხედრო ტყვის გადაცემის შესახებ უკრაინამ უნგრეთის ვიცე-პრემიერის განცხადებებიდან გაიგო.
ნიკოლენკოს თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
“შეხვედრის დროს ცალკე აღვნიშნეთ ურთიერთქმედების კოორდინაციის საჭიროება ისეთ მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიცაა სამხედრო ტყვეების გათავისუფლება”, - წერს ნიკოლენკო.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ “უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება ყოველთვის კარგი ამბავია.”
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.