„ვაზისუბანში გამვლელმა ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა" | დაწყებულია გამოძიება
სოციალური ქსელის მომხმარებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ქუჩაში მიმავალმა ადამიანმა მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
„ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოყვებოდა, ამან ამოიღო ესროლა მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო! საჩივარი შეტანილია“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.