Jump to content
Planeta.Ge

რუსუდან თევზაძე - არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი


არ დავიღლები ვისაუბრო, განათლების სისტემის მანკიერ მხარეებზე და განათლების მინისტრის სრულიად უპასუხისმგებლო, პოპულისტურ და დამაზიანებელ დამოკიდებულებაზე სისტემისადმი., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრი და  განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე წერს.

 

როგორც რუსუდან თევზაძე აღნიშნავს, განათლების მინისტრი ასრულებს პარტიის საშინაო დავალებას და ახორციელებს პარტიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ განათლების პოლიტიკას.
 
"გუშინ გამოქვეყნდა სკოლის დირექტორობის მსურველთა სერთიფიცირების შედეგები. სამწუხაროდ, არ დააყოვნა მოსალოდნელმა პროტესტმა. დირექტორობის რამდენიმე მსურველმა, დაანონსა სამართლებრივი დავა სამართლიანობის აღსადგენად. ასე მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ონარიის, დირექტორობის მსურველი პედაგოგი ჩახსნეს გასაუბრებიდან, პოლიტიკური გემოვნებისა და მარტის აქციებზე მონაწილეობის გამო. გარემოების სიცხადისთვის მოგახსენებთ პროცედურას, რომელიც სამი ეტაპისგან შედგება:
1. პირველ ეტაპზე ტარდება დირექტორობის მსურველთა სერთიფიცირების გამოცდა, სადაც კანდიდატების გვარ-სახელები დაშტრიხულია და ვერ ხერხდება მათი იდენტიფიცირება;
2. მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება, სადაც კანდიდატი დირექტორები იდენტიფიცირებულები არიან და უწევთ გარკვეულ შეკითხვებზე პასუხების გაცემა. მიუხედავად იმისა, გამსვლელი ქულა მიიღო, თუ არა კანდიდატმა, კომისია სუბიექტურად წყვეტს მის გადაყვანას მესამე ეტაპზე;
3. მესამე ეტაპი გახლავთ, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორის არჩევის პროცესი.
 
მემგონი, დიდი კვლევა-ძიება არაა საჭირო, თუ რასთან გვაქვს საქმე. პირველ ეტაპზე, კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით ტექნიკურად გადარჩევა ვერ ხერხდება, თუმცა, ამას დიდის წარმატებით აკეთებენ მეორე ეტაპზე და მესამე ეტაპისთვის სრულად ათავისუფლებენ ველს, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოს „აარჩევინონ“ ის დირექტორი რომელიც თავად მინისტრს აწყობს, პარტიული მიზნების უზრუნველსაყოფად.
 
ზემოთ წარმოდგენილი რეალობა გახლავთ:
განათლების სისტემის პოლიტიზირება!
განათლების სისტემის ბიუროკრატიული მართვის სტილი!
განათლების სისტემის ინსტიტუციური განვითარების კრახი!
სკოლების, დეიურე ავტონომიის დეფაქტო უგულებელყოფა!
სასკოლო საზოგადოებით მანიპულირება!
მასწავლებლისა და დირექტორების თავისუფლების შეზღუდვა!
მოსწავლის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფა!
მომავალი თაობის მტრობა!
განათლების სისტემის მიზანმიმართული დაზიანება!
 
სწორედ, ამ ყველაფერს ვებრძოდი, ვიბრძვი და ვიბრძოლებ #განათლებისთვის
 
მე და ჩემი გუნდი, აღადგენს სამართლიანობას და დაიცავს უკლებლივ ყველას #საქართველოსთვის", - წერს რუსუდან თევზაძე. 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...