Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შს მინისტრი - კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება


კახოვკას კაშხლის განადგურების შედეგად ხერსონის ოლქის სამხრეთ ნაწილში 4 ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაკარგულად ითვლება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის ევაკუირებულია 2 412 ადამიანი.

შეგახსენებთ, 6 ივნისს კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქში ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სახიფათო ზონაში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციას ახორციელებს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...