Jump to content
Planeta.Ge

IDFI: 2022 წლიდან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა მკვეთრად გაუარესდა


„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) შეფასებით, 2022 წლიდან საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა მკვეთრად უარესდება.

მათი ცნობით, 2022 წელს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების პროცენტული მაჩვენებელი (58%), 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი იყო.

IDFI წერს, რომ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ყველაზე მეტად გააუარესეს სამინისტროებმა და მათ დაქვემდებარებაში მყოფმა უწყებებმა.

„2023 წლის 5 თვეში IDFI-მ სამინისტროებსა და მის დაქვემდებარებულ უწყებებში გაგზავნილ 1,255 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე, პასუხი მიიღო მხოლოდ 94 განცხადებაზე (7%). აღნიშნულის საპასუხოდ 2023 წლის 2 ივნისს, IDFI-მ ერთდროულად გააგზავნა უპრეცედენტო რაოდენობის – 89 ადმინისტრაციული საჩივარი (12 სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი და მათი დაქვემდებარებული 77 უწყება). აღსანიშნავია, რომ აღნიშნულმა უწყებებმა არამცთუ არ გასცეს საჯარო ინფორმაცია, არამედ სრულად უგულებელჰყვეს IDFI-ის მიერ გაგზავნილი განცხადებები, რაც კანონმდებლობის როგორც მატერიალური ისე ფორმალური მოთხოვნების დარღვევას წარმოადგენს“, – წერს ინსტიტუტი.

  • public_information_1
 
 
 
  • 01 / 02
  • publika.ge-idfi-public-information-1-140
  • publika.ge-idfi-public-information-4-geo

საჯარო ინფორმაციაზე ხელმიუწვდომლობა განსაკუთრებულად პრობლემურად ფასდება ევროკომისიის რეკომენდაციების მოთხოვნის ფონზე, გაიზარდოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა.

„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოსვლებში ხშირად საუბრობენ, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება მათი საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სინამდვილეში, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულება მკვეთრად უარესდება.

IDFI პრაქტიკა მიუთითებს, რომ 2022 წლის შემდგომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შესაბამისად სახელმწიფო ორგანოთა ანგარიშვალდებულების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა. ამის გამომწვევი უმთავრესი მიზეზია საჯარო დაწესებულებების სისტემური უკანონო მოქმედებები და ამ უკანონობის შემაკავებელი ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების არარსებობა“, – აცხადებს IDFI.

ორგანიზაციის სრულ განცხადებას გაეცანით ბმულზე.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...