ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება, პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს... საქართველოს მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა დავანახოთ ხელისუფლების სახე
ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულეს და ჯერი ევროკავშირზეა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი არ არის სტატუსის მიღება და პირიქით, მის საბოტაჟირებას ახდენს.
„გუშინ ვნახეთ ღია, მკაფიო განცხადებები, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო მკაფიოობა იმაზე, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე „ქართული ოცნების“ თავმოწონება არის ფარსი. ეს ახდენს ხელისუფლების მკაფიო ლუსტრაციას, რომ ის ცდილობს ილუზიური გარემო შექმნას, თითქოს ყველა რეკომენდაცია შეასრულა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა. ცხადია, პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხი, იგივე გვარამიასთან დაკავშირებული თემა იქნება თუ სხვა, უნდა გადაიჭრას.
ამ განცხადებებს მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სანქციების კოორდინატორის განცხადება, რაც ძალიან მძიმე გარემოს ქმნის. ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ამას ერთვის ზემოდან აშშ-ის წარმომადგენლის მძიმე განცხადება. საზოგადოებამ უნდა დაინახოს, რომ როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანი სტატუსის მიღება არ არის და ყოველდღიურ რეჟიმში ამ შესაძლებლობის პირდაპირ საბოტირებას ახდენენ. საქართველოს მოქალაქეებს მეტად მკაფიოდ უნდა დავანახოთ მათი სახე, მაგრამ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება და გადავიყვანოთ ოპოზიციაში,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.