Jump to content
Planeta.Ge

ინალ არძინბა: უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა


რუსეთის ტელევიზიის პირველი არხზე, გადაცემა ,,დიდი თამაშის“ ეთერში მიწვეულმა ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თბილისთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ქართულ მხარესთან ოფიციალური დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარეობს, სადაც დღის წესრიგში ორი საკითხი დგას: ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ჰუმანიტარული ამოცანების გადაწყვეტა.

,,აფხაზეთი საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, სუვერენული სახელმწიფოა და ეს სტატუსი არ განიხილება.

თუ საქართველოს  ჩვენთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება სურს, მაშინ მისგან მოვითხოვთ, უპირობო აღიარებას და ძალის გამოუყენებლობის შესახებ ორმხრივად სავალდებულო შეთანხმების ხელმოწერას, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში შევინარჩუნოთ სტაბილურობა ჩვენს რეგიონში.“ - განაცხადა არძინბამ რუსეთის ტელევიზიის პირველ არხის ეთერში.

მისი თქმით, ჯერჯერობით, თბილისი უარს ამბობს ხელშეკრულების ხელმოწერაზე და ამაში მნიშვნელოვან როლს კოლექტიურად თამაშობენ დასავლეთის ქვეყნები, რომელთა მიზანია, რუსეთის გარშემო „ცეცხლის რგოლის“ შექმნა, ანუ რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე ლოკალური, მტკივნეული კონფლიქტები პროვოცირება.

„მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, იგივე ოფიციალურმა ხელისუფლებამ ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როდესაც საქართველომ აფხაზეთი ოფიციალურად აღიარა და დარწმუნებული ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და ამ მდგომარეობიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს.“ - აღნიშნა ინალ არძინბამ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...