ლუკ დევინი - რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენების აღდგენის საკითხი ცალმხრივი გადაწყვეტილება არ არის, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს
ფრენების აღდგენა არ არის ცალმხრივი, რადგან ამას სჭირდება იმ ქვეყნის თანხმობა, სადაც თვითმფრინავი უნდა დაჯდეს და ასე რომ, ცალმხრივად ვერ მიიღებ ამა თუ იმ ქვეყანაში ჩაფრენის გადაწყვეტილებას, ეს გადაწყვეტილება თავისთავად ორმხრივი იყო, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელმა ლუკ დევინმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოწოდებები იმის შესახებ, რომ ფრენები არ შეწყვეტილიყო, უკრაინაში ომამდე და რუსეთის აგრესიამდე იყო.
ის ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი ნატო-ს გაფართოება იყო.
„თქვენმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ნატო-ს გაფართოება არის უკრაინაში ომის მიზეზი. პრობლემა ის არის, რომ პრემიერ-მინისტრმა მიზეზად მხოლოდ ნატო-ს გაფართოება დაასახელა, რაც რუსული ნარატივია და თან სრული სიცრუე, იმიტომ, რომ 2008 წლიდან, გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებიდან, რომელიც ეხებოდა როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას 2022 წლამდე, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, არანაირი პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა უკრაინის ნატო-ში გასაწევრიანებლად. ასე რომ ეს მხოლოდ საბაბი იყო რუსეთისთვის”, - აღნიშნა ლუკ დევინმა.
იპნ
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.