Jump to content
Planeta.Ge

„შეუცდომელი იყო მაცხოვარი“ – „ოცნებაში“ ო’ბრაიენის განცხადებას პასუხობენ


„ქართული ოცნების“ დეპუტატები, ალუდა ღუდუშაური და ირაკლი ქადაგიშვილი ეხმაურებიან ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას, რომლის თანახმადაც საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან.

როგორც „ნეტგაზეთი“ წერდა, აშშ-ის სახდეპის სანქციების კოორდინატორმა ამის შესახებ დღეს ისაუბრა „პოლიტიკოსთან“: ო’ბრაიენი: საქართველო ერთ-ერთია, ვინც სანქციებისთვის გვერდის ავლის პრობლემას იწვევს.

ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კვლავ მიდის სიცრუის ტირაჟირება და არაა წარმოდგენილი საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის მტკიცებულება.

„რამდენიმე წელია, პრაქტიკულად, გრძელდება სიცრუის ტირაჟირება, მათ შორის იმიჯის დამაზიანებელი განცხადებები გვესმის. ორი წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ერთი მტკიცებულების დადება. შეუცდომელი იყო მაცხოვარი. წერტილი“, – ამბობს დეპუტატი.

ირაკლი ქადაგიშვილიც ხაზს უსვამს, რომ საქართველო სანქციებს არ არღვევს. ისიც საუბრობს ქვეყნის „ყალბი ნარატივით“ დაზიანების მცდელობებზე.

„სახდეპის ანგარიშში, ევროკავშირის მე-11 პაკეტის შემუშავების დროს, რომელიც ეხებოდა სანქციებისგან თავის არიდების შეზღუდვას, საქართველო საერთოდ მოხსენიებული არ არის. ყველა ანგარიშით დამტკიცებულია, რომ საქართველო არ არის სანქციების არიდების ადგილი. ამიტომ, მცდელობა ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, საქართველო ამ გამოგონილი, ყალბი ნარატივით დაეზიანებიათ, უშედეგოა“, – თქვა დეპუტატმა.

ნეტგააზეთი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...