"საქართველოსთვის" - ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული
პარტია "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში მომხდარ კიდევ ერთ ფემიციდის შემთხვევას ეხმიანება და განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
"მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული.
"მიგვაჩნია, რომ ბოლო პერიოდში ფემიციდის შემთხვევების მატება, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე შემაკავებელი ორდერების და გამოძიების დაწყების მაჩვენებლის კლება, სახელმწიფო უწყებების არაეფექტიანი მუშაობით არის განპირობებული.
არსებული გამოწვევების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება მხოლოდ ფრაგმენტული, შედეგზე არა ორიენტირებული ქმედებები.
დღეს არსებული პრობლემა არის კანონმდებლობის აღსრულებით ნაწილში.
ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი აღარ არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც გამოიწვია შემთხვევების რაოდენობის ზრდა.
მიგვაჩნია, რომ ფემიციდის შემაშფოთებელი ფაქტების ეფექტიანი პრევენციისთვის ქმედითი, პრაქტიკული ნაბიჯებია გადასადგმელი.
პირველ რიგში, ხელისუფლების დღის წესრიგში, მთავარ პრიორიტეტად უნდა დაბრუნდეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა.
დაუყოვნებლივ უნდა გააკეთდეს მკაფიო განცხადებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
უნდა განხორციელდეს ქმედითი უწყებათაშორისი კოორდინაცია და მჭიდრო თანამშრომლობა ყველა შესაბამის აქტორთან;
საზოგადოებას პროაქტიულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მოძალადეთა მიმართ გატარებული ღონისძიებების და მკაცრი პოლიტიკის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა მოხდეს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის გაძლიერება (მათ შორის აღადგინონ ინტენსიური კომუნიკაცია გარე აქტორებთან).
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა, რომლის შესრულება მხოლოდ ქმედითი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით არის შესაძლებელი.", - წერია განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.