ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად შექმნილ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და საერთაშორისო ორგანიზაციებს სამაშველო ოპერაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
მისი მტკიცებით, ვითარება ხერსონის ოკუპირებულ ნაწილში აბსოლუტურად კატასტროფულია.
„ოკუპანტებმა უბრალოდ მიატოვეს ხალხი ამ საშინელ პირობებში. გადარჩენის გარეშე, წყლის გარეშე. ეს არის რუსეთის კიდევ ერთი გაცნობიერებული დანაშაული“, აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, საჭიროა მსოფლიოს მკაფიო და სწრაფი რეაქცია იმაზე, რაც ახლა ხდება.
„შეუძლებელიც კი არის ზუსტად იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება დაიღუპოს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასმელი წყლის, საკვების, სამედიცინო დახმარების გარეშე. დაბომბვის მიუხედავად, ჩვენი სამხედრო და სპეცსამსახურები ადამიანებს შეძლებისდაგვარად ეხმაებიან, მაგრამ უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო. აუცილებელია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, დაუყოვნებლივ ჩაერთონ სამაშველო ოპერაციაში და დაეხმარონ ხალხს ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. თუ ახლა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ კატასტროფის ზონაში არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის საერთოდ არ არსებობს, ეს ნიშნავს, რომ ის ქმედუუნაროა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ipn
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.