პირველი ცნობები მსხვერპლის შესახებ: ხერსონში წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა
ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, წყალდიდობის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა.
„სამწუხაროდ, არის პირველი ცნობები წყალდიდობის მსხვერპლის შესახებ“, — დაწერა ოლეშკის მერმა ევგენი რიშჩუკმა ფეისბუქზე.
„უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, მოგვიანებით მერმა საზოგადოებას განუმარტა, რომ დაიღუპა 3 ადამიანი. მისი თქმით, საღამოს რუსმა სამხედროებმა სახურავებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.
რიშჩუკმა ასევე განაცხადა, რომ ქალაქი 90%-ით არის დატბორილი, ზოგიერთ ქუჩაზე წყლის დონე სამ მეტრს აღწევს.
ნოვა კახოვკას კაშხალი 6 ივნისის დილის საათებში ააფეთქეს. უკრაინის ცნობით, აფეთქება რუსეთმა მოაწყო. მოსკოვი კი აფეთქებაში კიევს სდებს ბრალს.
უკრაინა: რუსეთმა კახოვკის ჰესი ააფეთქა – დატბორვის გამო იწყება ევაკუაცია
ნეტგაზეთი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.