Jump to content
Planeta.Ge

რუსებმა ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავიანთი დანაყოფები 5 -15 კმ-ით უკან დახიეს


image.jpeg

კახოვკის კაშხლის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის გამო, ხერსონის ოლქის მარცხენა ნაპირზე რუსმა ოკუპანტებმა თავიანთი სამხედრო ნაწილები 5-15 კმ-ით უკან დაიხიეს.

ამან მათ მარჯვენა სანაპიროს მხარეს განლაგებული ნაწილის ნაღმსატყორცნებით დაბომბვა გაურთულა, თუმცა წყალდიდობამ ხელი ვერ შეუშალა აღნიშნული ტერიტორიის საარტილერიო თუ საჰაერო დაბომბვას და სარაკეტო იერიშებს.

როგორც სამხრეთ თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა საინფორმაციო გამოსვლის დროს განაცხადა, ვითარება ხერსონის რეგიონში ახლა ორმაგად რთულია, რადგან რუსეთი კატასტროფის და მოსახლეობის ევაკუაციის პირობებშიც აგრძელებს ხერსონის მარჯვენა სანაპიროს დაბომბვას და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...