ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - ჰერჩინსკი
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩისკი გამოთქვამს პირად მოსაზრებას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. თუმცა, ის აქვე ხაზს უსვამს, რომ უკიდურებად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
„როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
პუბლიკა
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.