მთავრობამ ბოლო 1 წელში საერთაშორისო ინსტიტუტებიდან $764 მლნ-ის რესურსი მოიძია
საქართველოს მთავრობამ ბოლო ერთ წელში საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება გააფორმა და ჯამში 764 მილიონი აშშ დოლარი მოიძია. ინფორმაცია მთავრობის ერთი წლის ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.
შეთანხმება გაფორმდა:
- გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW);
- საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD);
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD);
- აზიის განვითარების ბანკთან (ADB);
- რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD);
- ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB);
- ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID).
ამ თანხიდან 343 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 421 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად არის მოძიებული. აქვე დაკონკრეტებულია, რომ საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის დაიხარჯება.
"აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი", - წერია პარლამენტისთვის გაგზავნილ დოკუმენტში.
მთავრობის ამავე ანგარიშში წერია, რომ წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა დაახლოებით 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მოლაპარაკებები და კონსულტაციები დაწყებულია:
- გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW);
- ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD);
- რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD);
- საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD);
-
აზიის განვითარების ბანკთან (ADB).
radio tavisupleba
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.