ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ნოვა კახოვკას კაშხლის კოლაფსის შემდეგ, 1400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ხერსონის რეგიონში, - ამის შესახებ ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისივე თქმით, 1800-ზე მეტი სახლი მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე დაიტბორა.
პროკუდინის განცხადებითვე, წყლის დონე მოსალოდნელია, რომ შემდეგ 20 საათში, კიდევ ერთი მეტრით გაიზარდოს.
„დატბორვის ინტენსივობა მცირდება, თუმცა, კაშხლის მნიშვნელოვანი დაზიანების გამო, წყალი დინებას გააგრძელებს“, - აღნიშნა პროკუდინმა.
შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს არის ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი. რუსეთი ბრალდებას უარყოფს და აფეთქებაში უკრაინას ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაცია Uanimals-ის განცხადებით, კაშხლის აფეთქების გამო, ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში ზოოპარკი მთლიანად დაიტბორა, რასაც იქ მობინადრე ყველა ცხოველი ემსხვერპლა.
IPN
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.