Jump to content
Planeta.Ge

ბექა ლილუაშვილი - „ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი ეროვნული ბანკი


„ქართული ოცნების“ სურვილია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული და ტოტალური კონტროლი - საქმეში ჩახედულ ხალხს კარგად ესმით, რას ნიშნავს მართვადი და გაკონტროლებადი ეროვნული ბანკი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პოლიტიკურ ჯგუფ „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

ლილუაშვილის შეფასებით, ერთის მხრივ კარგი და დამაიმედებელია, რომ პრეზიდენტს ეროვნულ ბანკის საბჭოში ასარჩევი კანდიდატები პარლამენტისთვის წარდგენილი არა ჰყავს, რადგან ეროვნული ბანკის პრეზიდენტად “ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ მყოფი პირი იქნება არჩეული.

ლილუაშვილის განმარტებით, ამ თვალსაზრისით “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე დადებული ვეტოს დაძლევა “ქართული ოცნებისათვის“ გამოსავალია.

„აღმოჩნდა, რომ “ქართული ოცნების“ განცხადება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაცვასთან და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით სრულია აბსურდია - აგერ გამოვიდნენ და პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებებს ისევ უტევენ, როგორც მანამდე ცესკოს შემთხვევაში შეუტიეს და კანონიც შეცვალეს. ეროვნული ბანკის ნაწილში მხოლოდ კანონს ვერ ცვლიან - საჭიროა ცვლილებები კონსტიტუციაში, თორემ ამ საკითხსაც დააყენებდნენ.

“ქართულ ოცნებას განზრახული აქვს ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუციის პარტიული ვერტიკალის ქვეშ დაქვემდებარება. დარჩენილი იყო მხოლოდ ეროვნული ბანკი და როგორც ირკვევა, პრეზიდენტთან კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმების მცდელობას ჰქონდა ადგილი.

“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომელსაც პრეზიდენტის ვეტო ადევს, ეროვნული ბანკის საბჭოში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვერ დანიშვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს. ეს, სავარაუდოდ, გათვლილია ნათია თურნავაზე, რომელიც “ქართული ოცნების“ ისეთივე გავლენის ქვეშ არის, რა გავლენის ქვეშაც ლაშა ხუციშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის შემთხვევაში იქნება. ამიტომ ვეტოს დაძლევა “ქართული ოცნებისათვის“ გამოსავალია“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

პარტია “ქართული ოცნების" პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, “იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც - თებერვალი, 8 მარტი და სხვა “თუმცა, პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

იპნ

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...